logo_geo
eng_logo
ლავროვი: მოსკოვი კიევთან მოლაპარაკებას დათანხმდება, როგორც კი უკრაინელი ჯარისკაცები იარაღს დაყრიან
- +

25 თებერვალი. 2022. 16:55

 

 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა დაასახელა პირობა, რომლის შესრულების შემთხვევაში, ვლადიმირ პუტინი ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებას დათანხმდება.

 

მისი თქმით, ასეთი კონტაქტი შესაძლებელია, თუ უკრაინის შეიარაღებული ძალები იარაღს დაყრიან.

 

ამის შესახებ მან ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. ლიდერებთან ერთობლივ ბრიფინგზე თქვა.

 

მან ასევე ცინიკურად თქვა, რომ „არავინ აპირებს უკრაინის ოკუპაციას“.

 

„ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის. ნებისმიერ დროს, როგორც კი უკრაინის შეიარაღებული ძალები უპასუხებენ ჩვენი პრეზიდენტის მოწოდებას, ისინი შეწყვეტენ წინააღმდეგობას, დაყრიან იარაღს. არავინ აპირებს მათზე თავდასხმას, არავინ აპირებს მათ ჩაგვრას, დაე, დაბრუნდნენ თავიანთ ოჯახებში. უკრაინელ ხალხს კი მივცეთ შესაძლებლობა, თვითონ განსაზღვრონ საკუთარი ბედი“, – განუცხადა ლავროვმა ჟურნალისტებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner