logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, სწორი გადაწყვეტილებაა
- +

25 თებერვალი. 2022. 17:22

 

 

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.

 

„ეს რა გადაწყვეტილება მიუღიაო? ეს როგორ გაბედაო? აღშფოთებულან უჯიშონი!

 

ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ და ფინანსურ სანქციებს არ შეუერთდება.

 

ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, სწორი გადაწყვეტილებაა.

 

ჯერ ერთი, ჩვენ არ გვაქვს საიმისო ბერკეტები, რომ რუსეთს სანქციები დავუწესოთ. ერთი გაფხაკუნება და აქეთ დავზარალდებით!

 

მეორე - მაშინ, როცა მსოფლიოს, აშშ-სა და ევროპას ვერ გაუგია, რა მოუხერხოს ტანკზე შემჯდარ რუსეთს, ჩვენ რატომ უნდა მოვიქცეთ უტრაკო ყარაჩოხლებივით?!

 

ნაცებს, გნაცებსა და შმაცებს, რომლებსაც ომი გწყურიათ, რათა მერე ამ ხელისუფლებას მისდგეთ, შეგიძლიათ, რუსეთს სანქციები დაუწესოთ ინდივიდუალურად - აღარ ჭამოთ რუსული „ჰერკულესი“, „გრეჩიხა'' და შებოლილი „კალბასი“.

 

პატიმარ მიხოს გვარდიას სურს, საქართველოში დაიწყოს სისხლისღვრა, ქაოსი და საყოველთაო გაჭირვება. ეს არის მათი გეგმა-ვალდებულება.

 

არ გამოვა მაი ამბავი!

 

ჩვენ უნდა ვხნათ, ვთესოთ, მოსავალი მოვიყვანოთ, მოვიხმაროთ, გავყიდოთ!

ჩვენ გვინდა მშვიდობა!

 

ირაკლი ღარიბაშვილი და ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი სოლიდარობას უცხადებს უკრაინას!

 

რაც უკრაინაში ხდება, ეს არის ბარბაროსობა!

 

და ამ ბარბაროსობის წინაშე, როგორც ვხედავთ, სუპერსახელმწიფოებიც კი მოუმზადებლები და მეტიც, უძლურები აღმოჩნდნენ!

 

ჰოდა, აბა, რა გინდათ, როგორ უნდა მოქცეულიყო პრემიერ-მინისტრი?

 

მადლობა, უფალო, რომ ეს ქვეყანა ამჯერად მაინც საიმედო ხელშია, თორემ აქ ახლა ამბავი იქნებოდა, დედები შვილებს არ აიყვანდნენ ხელში - ზოგი წითელ ხიდზე გავიდოდა, ზოგი  გორში ან ყიზილაჯლოში მიწაზე იხოხებდა, ზოგი კიდევ ტომატში ამოვლებულ ჰალსტუხს შეჭამდა!

 

წარმატებები, პრემიერო!“ - წერს გელა ზედელაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner