logo_geo
eng_logo
ნინო ფოჩხუა: შეჩერდით, ნუ ასხამთ ცეცხლზე ნავთს, არ არის ეს სახუმარო თემა
- +

25 თებერვალი. 2022. 17:22

 

 

„თქვენ ის სალომე სამადაშვილი არ ხართ, მეგობართან პრივატულ საუბარში სულ სხვა რამეს რომ იძახით მმართველ გუნდზე? საჯაროდ გესირცხვილებათ? რა სანქციებს მოითხოვთ ოკუპირებული ქვეყნის პრემიერისგან, რა ბერკეტი აქვს მას, შეწყვიტოს იმპორტ-ექსპორტი რუსეთთან, თქვენს მიერ ერთხელ უკვე დაქცეული ქართული მეღვინეობა, კიდევ დააქციოს თუ ხორბალს თქვენ მოიყვანთ და პურსაც თქვენ გამოაცხობთ?“- ასე ეხმიანება facebook-მომხმარებელი ნინო ფოჩხუა სალომე სამადაშვილის განცხადებას, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილს სერგო ორჯონიკიძეს ადარებს.

 

„ქალბატონო სალომე, ვის ადარებთ სერგო ორჯონიკიძეს, თუ თქვენს ენას ძვალი არ აქვს? იმ მთავრობის პრემიერს, რომელმაც მე-10 წელია მშვიდი ძილის საშუალება მოგცათ, დღეში რამდენჯერმე ტანსაცმლის გამოცვლის და პარლამენტში თუ მის გარეთ კეკლუცობის? თქვენი კომფორტი ხომ ეს არის. აბა, როგორც ვიცი, ოჯახი თქვენ არ გაქვთ, შვილები თქვენ არ გყავთ, თორემ იმათი უსაფრთხოებაც დაცული იქნებოდა და ამაზე იფიქრებდით. თქვენ ის სალომე სამადაშვილი არ ხართ, მეგობართან პრივატულ საუბარში სულ სხვა რამეს რომ იძახით მმართველ გუნდზე? საჯაროდ გესირცხვილებათ? რა სანქციებს მოითხოვთ ოკუპირებული ქვეყნის პრემიერისგან, რა ბერკეტი აქვს მას, შეწყვიტოს იმპორტ-ექსპორტი რუსეთთან, თქვენს მიერ ერთხელ უკვე დაქცეული ქართული მეღვინეობა, კიდევ დააქციოს თუ ხორბალს თქვენ მოიყვანთ და პურსაც თქვენ გამოაცხობთ? შეჩერდით, ნუ ასხამთ ცეცხლზე ნავთს, არ არის ეს სახუმარო თემა. რაც შეეხება სერგო ორჯონიკიძეობას, გადახედეთ იმ ადამიანებს, ვის გვერდითაც დგახართ, იქნებ ერთის ნაცვლად ბევრი სერგო ორჯონიკიძე ამოიცნოთ“, - წერს ნინო ფოჩხუა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner