logo_geo
eng_logo
ზაალ ანჯაფარიძე: ასეთივე აგენტურაა ის შემადგენლობაც, უკრაინის გაჭირვება რომ ხელზე დაუხვევიათ და უნდათ აქ სიტუაციის ასარევად გამოიყენონ
- +

25 თებერვალი. 2022. 17:29

 

 

„ასეთი აგენტურის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია ვითომ პროდასავლელის საბურველში გახვეული სალომე სამადაშვილი (სხვებს რომ სერგო ორჯონიკიძეებს ეძახის), ტელეფონით კერძო საუბარში ნარჩევი რუსული სამსართულიანი გინებით რომ იგინება“, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სალომე სამადაშვილის განცხადებას, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილს სერგო ორჯონიკიძეს ადარებს.

 

„ვისაც ჩვენი ისტორია კარგად ახსოვს, ისიც ეხსომება 25 თებერვლისათვის როგორ გააქტიურდა საქართველოში ჩანერგილი რუსეთის აგენტურა. ასეთი აგენტურის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია ვითომ პროდასავლელის საბურველში გახვეული სალომე სამადაშვილი (სხვებს რომ სერგო ორჯონიკიძეებს ეძახის), ტელეფონით კერძო საუბარში ნარჩევი რუსული სამსართულიანი გინებით რომ იგინება. ასეთივე აგენტურაა ის შემადგენლობაც, უკრაინის გაჭირვება რომ ხელზე დაუხვევიათ და უნდათ აქ სიტუაციის ასარევად გამოიყენონ საკუთარი ვიწროპარტიული და ეგოისტური ინტერესების გამო“, - წერს ანჯაფარიძე facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner