logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: ადამიანი, რომელიც ეთანხმებოდა უსაზიზღრეს გამონათქვამს „ქვების გროვის“ შესახებ, ირაკლი ღარიბაშვილს „თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეს“ უწოდებს
- +

25 თებერვალი. 2022. 17:31

 

 

„როცა სალომე სამადაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს „თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეს“ უწოდებს, პირდაპირ აჩვენებს თავის მდაბიო ხასიათს და გონებრივ სიმწირეს“, - ასე ეხმიანება ექსპერტი გია გაბრიჭიძე სალომე სამადაშვილის განცხადებას ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ, სადაც სამადაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს სერგო ორჯონიკიძეს ადარებს.

 

„როცა სალომე სამადაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს „თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეს“ უწოდებს, პირდაპირ აჩვენებს თავის მდაბიო ხასიათს და გონებრივ სიმწირეს. ადამიანი რომელიც იყო იმ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, რომლის ბელადმა საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა, ეთანხმებოდა უსაზიზღრეს გამონათქვამს „ქვების გროვის“ შესახებ, იდგა იმ ხალხის გვერდით, რომლებმაც 2008 წელს ხელი კაპიტულანტურ რეზოლუციას ხელი მოაწერეს და დღეს თაღლითების (სასამართლოთი დამტკიცებული) და მევახშეების პარტიის ლიდერშიპში გაიჩითა, ირაკლი ღარიბაშვილს „თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეს“ უწოდებს. არ ვიკითხავ - ნამუსი აღარ არის? არ ვიკითხავ, რადგანაც ნამდვილად არ არის. ისინი დიდი ხანია განთავისუფლდნენ ამ ქიმერისგან და რეალობის აღქმისგან. დიდი ხანია თავისუფლები არიან, რადგანაც მართლაც უსარგებლო ხმაური რომ მხარდაჭერა ჰგონიათ, ეს ნამდვილად სისულელეა“, - წერს გია გაბრიჭიძე facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner