logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ბოჟაძე: 21-ე საუკუნის სერგო ორჯონიკიძეები, რომლებმაც ბრძოლის დროს მიატოვეს ჩვენი გმირი ჯარისკაცები, ბედავენ და ირაკლი ღარიბაშვილს ადარებენ სერგო ორჯონიკიძეს
- +

25 თებერვალი. 2022. 17:46

 

 

„უკრაინას აქვს საქართველოს მთავრობის და მოსახლეობის სრული მხარდაჭერა და ეს სულ ასე იქნება. რუსეთის მეხუთე კოლონას - „ნაციონალურ მოძრაობას“ მის მოქმედ თუ „ლელოში“ გადაბარგებულ წევრებს არავინ მისცემს საშუალებას, იმოქმედონ საქართველოს ეროვნული ინტერესების საზიანოდ!“ - წერს თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილზე გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.

 

„21-ე საუკუნის სერგო ორჯონიკიძეები, რომლებმაც 2008 წელს არ გაითვალისწინეს ჩვენი დასავლელი პარტნიორების რჩევები და რუსეთთან ომი ვერ ააცილეს ქვეყანას, ბრძოლის დროს მიატოვეს ჩვენი გმირი ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოსახლეობა, გაიქცნენ ქვეყნიდან და ომის შემდეგ რუსეთს გადაუფორმეს საქართველოს ეკონომიკა და ენერგეტიკა, ბედავენ და ირაკლი ღარიბაშვილს ადარებენ სერგო ორჯონიკიძეს. უკრაინას აქვს საქართველოს მთავრობის და მოსახლეობის სრული მხარდაჭერა და ეს სულ ასე იქნება. რუსეთის მეხუთე კოლონას - „ნაციონალურ მოძრაობას“, მის მოქმედ თუ „ლელოში“ გადაბარგებულ წევრებს არავინ მისცემს საშუალებას, იმოქმედონ საქართველოს ეროვნული ინტერესების საზიანოდ!“ - წერს ბოჟაძე Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner