„ირლანდია დგას უკრაინელი ხალხის გვერდით მათთვის ყველაზე მძიმე დროს, ჩვენ მხარს ვუჭერთ რუსეთის წინააღმდეგ უმკაცრესი სანქციების დაწესებას,“ - ამის შესახებ ევროკავშირის სამიტზე ირლანდიის წარმომადგენელმა მიშელ მარტინმა განაცხადა.
მისივე თქმით, ირლანდია უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის 10 მილიონს გამოყოფს.
„ევროპელ კოლეგებთან ერთად უმკაცრესად დავგმეთ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული უმძიმესი ქმედება. ეს არის გაუმართლებელი თავდასხმა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტზე. ირლანდია დგას უკრაინელი ხალხის გვერდით, მათთვის ყველაზე მძიმე დროს, ჩვენ მხარს ვუჭერთ რუსეთის წინააღმდეგ უმკაცრესი სანქციების დაწესებას. რუსეთს უნდა შევუზღუდოთ ომის დაწყების უნარი. ევროკავშირმა დეესკალაციისთვის ყველა ზომას მიმართა, მაგრამ ყველასთვის ნათელია, რომ რუსეთი უკან დახევას არ აპირებდა. უკრაინის დასახმარებლად 10 მილიონს გამოვყოფთ და ეს ჰუმანიტარულ საკითხებს მოხმარდება. გავაკეთებთ შესაძლებლობების მაქსიმუმს, უკრაინის, მისი ხელისუფლებისა და ხალხის დასახმარებლად. უმნიშვნელოვანესია ჩვენი კოლექტიური პასუხი და ერთიანობა“,- განაცხადა მიშელ მარტინმა.