ევროკავშირმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვისთვის ევროკავშირის ტერიტორიაზე არსებული აქტივების გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო.
ამის შესახებ ინფორმაციას BBC ევროკავშირის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამ დროისთვის არ არის დაზუსტებული ინფორმაცია იმის შესახებ, რა სახის აქტივებს ფლობდნენ კრემლის ლიდერი და რუსეთის პირველი დიპლომატი ევროკავშირის ტერიტორიაზე.