logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: ბატონო გახარია, სირცხვილი ჩვენი ქვეყნის დაცვა, ხალხის უსაფრთხოებაზე ზრუნვა და მშვიდობის შენარჩუნება კი არა, სირცხვილი ღალატი და ორპირობაა
- +

25 თებერვალი. 2022. 18:16

 

 

„შენი პოლიტიკური პარტნიორების, „ნაცმოძრაობის“ ნარატივს რომ იმეორებ, მაგრამ მაინც მგონია ხოლმე, რომ სადღაც გეყოფა სინდისი და გაჩერდები, მაგრამ სულ ტყუილად“, - ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი გიორგი გახარიას facebook-პოსტს ეხმიანება.

 

„გახარიას გამოუყვია თავი პარიზის ნახევარმილიონევროიანი სახლიდან და პრემიერი გაუკრიტიკებია, სანქციებზე ცუდი განცხადება გააკეთაო. ეს რეზიდენტი (რომელი ქვეყნის, მოგვიანებით დაზუსტდება) წესით არ უნდა ბედავდეს ამდენს, მაგრამ რადგან ბედავს, პასუხიც საჭიროდ მიმაჩნია: ბატონო გახარია, სირცხვილი ჩვენი ქვეყნის დაცვა, ხალხის უსაფრთხოებაზე ზრუნვა და მშვიდობის შენარჩუნება კი არა, სირცხვილი ღალატი და ორპირობაა. თან ისეთი ღალატი, როგორიც შენ ჩაიდინე... ამიტომ გასაკვირი არაა, რომ შენი პოლიტიკური პარტნიორების, ნაცმოძრაობის ნარატივს რომ იმეორებ, მაგრამ მაინც მგონია ხოლმე, რომ სადღაც გეყოფა სინდისი და გაჩერდები, მაგრამ სულ ტყუილად“, - წერს ნიკოლეიშვილი facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner