logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი: „ნაცმოძრაობასთან“ კონსენსუსი წარმოუდგენელია
- +

25 თებერვალი. 2022. 18:54

 

 

„ჩვენი მიზანი არ არის, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კონსენსუსი გვქონდეს - მათთან ეს წარმოუდგენელია, - ამის შესახებ პარლამენტს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკაში“ მმართველი პარტიის მიერ მომზადებული უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.

 

„შეიძლება ერთ მომენტში, წამიერად რაღაცაზე შეგითანხმდნენ იმიტომ, რომ მერე ეს მავნე მიზნებისთვის გამოიყენონ. ჩვენ ვმოქმედებთ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, უკრაინის საჭიროებებიდან გამომდინარე და კოორდინაციაში ვმოქმედებთ ჩვენს პარტნიორებთან. გამომდინარე აქედან, მავნე „დღის წესრიგს“, რომელსაც მუდმივად, ფარისევლურად გვთავაზობს „ნაციონალური მოძრაობა“ არასდროს იქნება ჩვენი მთავრობისა და პარლამენტის დღის წესრიგი. როდესაც მათ ჰქონდათ დღის წესრიგის შედგენისა და წარმართვის საშუალება, ქვეყანა მრავალჯერ მიიყვანეს ძალიან მძიმე კრიზისამდე“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner