logo_geo
eng_logo
მაია მიშელაძე „ნაცმოძრაობას“: ვის უწოდებთ მოღალატეებს, თუ დაგავიწყდათ, აგვისტოს ომის დროს წითელ ხიდთან რომ იდექით?
- +

25 თებერვალი. 2022. 19:02

 

 

„ვინც დღეს, ირაკლი ღარიბაშვილს ამუნათებთ, რატომ არ შეუერთდა სანქციების დაწესებას, მეხუთე კოლონას წარმოადგენთ და ზუსტად თქვენ ხართ მოღალატეები!!! მეტიც, ლიბერალიზმს ამოფარებული ფაშისტები ხართ და ვერც კი ამჩნევთ, როგორ აიხლართეთ თქვენსავე ორმაგ სტანდარტებში!!! ვის უწოდებთ მოღალატეებს, თუ დაგავიწყდათ, აგვისტოს ომის დროს, წითელ ხიდთან რომ იდექით?! საკუთარი ნებით გაიხსენებთ თუ შეგახსენოთ გვარებით, სახელებით, თქვენი ჯიპების ნომრებითა და მაშინ დაკავებული თანამდებობების მიხედვით?!“ - წერს Facebook-ის გვერდზე ჟურნალისტი მაია მიშელაძე.

 

ჟურნალისტი იხსენებს 2008 წელს, გაზეთ „ალიაში“ მუშაობის პერიოდს, როდესაც სრულიად ოპოზიციური მედია - სახელმწიფოს გვერდით დადგა, როდესაც ხელისუფლებას „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენდა, ხოლო პრეზიდენტი სააკაშვილი იყო, ის ხალხი დაუდგა სააკაშვილს გვერდით, რომლებიც 2007 წლის 7 ნოემბერს იმავე სააკაშვილმა სასტიკად დაარბია.

 

„2008 წლის აგვისტოში, „ალიაში“ ვმუშაობდი და ეკონომიკას ვაშუქებდი. ვერავინ იტყოდა კი არა, ენა პირში არ მოუბრუნდებოდა ეთქვა, რომ ის გაზეთი ხელისუფლების მიმართ ლოიალურად იყო განწყობილი. არა, ბატონებო, მკვეთრად გამოხატული ოპოზიციური გაზეთი იყო, ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად! სასტიკად არაქართული და გაუმართავი სიტყვაა, მაგრამ მაინც დავწერ - პროოპოზიციური გაზეთი იყო „ალია“. რატომ ვატრიალებ ამას ყველა ბრუნვაში? - აგიხსნით! 2008 წლის აგვისტოს დასაწყისში, ომი რომ დაიწყო, ზუსტად მაშინ, სრულიად ოპოზიციური სპექტრი - ბევრი გაზეთებით, ორი ტელევიზიით - „კავკასიითა“ და „მაესტროთი“ და რადიოებით, ასევე, რამდენიმე ინტერნეტ-გამოცემით (საძირკველი იჭრებოდა და ფეხის მოკიდებას ცდილობდა ინტერნეტ-გამოცემა), მოკლედ, ერი და ბერი დადგა სახელმწიფოს გვერდით და ვინაიდან ხელისუფლებას „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენდა, ხოლო პრეზიდენტი სააკაშვილი იყო, ცხადია, მათ გვერდით! დიახ, ის ხალხი დაუდგა სააკაშვილს გვერდით, რომლებიც 2007 წლის 7 ნოემბერს, იგივე სააკაშვილმა, სასტიკად დაარბია!!! ჰოდა, ვინც დღეს, ირაკლი ღარიბაშვილს ამუნათებთ, რატომ არ შეუერთდა სანქციების დაწესებას, მეხუთე კოლონას წარმოადგენთ და ზუსტად თქვენ ხართ მოღალატეები!!! მეტიც, ლიბერალიზმს ამოფარებული ფაშისტები ხართ და ვერც კი ამჩნევთ, როგორ აიხლართეთ თქვენსავე ორმაგ სტანდარტებში!!! იმიტომ, რომ დანის წვერზე დადის დღევანდელი ხელისუფლება, თორემ ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, ჯერ კიდევ 2019 წლის 20 ივნისს, გავრილოვის შემოსვლის დღეს და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ღამეს (არავითარი გავრილოვის ღამე არ ყოფილა, სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობა იყო, ჩვეულებრივი! ჰო, მართლა, ახლა აღარაა გახარია „თვალთხარია“?!) დიახ, 2019 წლის 20 ივნისს, აქ, ამ სივრცეში დავპოსტე, რომ „ეს ხელისუფლება - თავისი ოპოზიციით, სახლშია გასაშვები!“-მეთქი.

 

იგივე გავიმეორე 2021 წლის 5 ივლისსაც!!! გაგიკვირდებათ და, ახლაც იმავეს ვფიქრობ, ოღონდ, თბილისიდან 40 კილომეტრში რომ რუსის ჯარი დგას, ტერიტორიების 20% დაკარგული გაქვს და ჯერ კიდევ დენთის სუნი ტრიალებს ქვეყანაში, ლამის მთელი ენერგეტიკით - გაზითა და დენით - რუსეთზე ხარ მიბმული და შენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ხუთი ქვეყნიდან, ერთ-ერთი რუსეთია, რა სანქციებს უნდა შეუერთდეს ხელისუფლება? ორი დღეა, ვიხვეწები, რომ ევროპამ და აშშ-მა გაიღვიძოს და ჩემი დამტვრეული ინგლისურით, #WakeUpEUROPE-ს ვწერ ისტერიულად. რატომ, თუ იცით? - იმიტომ, რომ ბომბზე ზის ეს ქვეყანა, დიახ, ის ქვეყანა, თქვენ რომ ასე სასტიკად გძულთ, ჩემოდნებზე რომ სხედხართ და ერთი სული გაქვთ, აქედან გაიქცეთ!!! ვის უწოდებთ მოღალატეებს, თუ დაგავიწყდათ, აგვისტოს ომის დროს, წითელ ხიდთან რომ იდექით?! საკუთარი ნებით გაიხსენებთ, თუ შეგახსენოთ გვარებით, სახელებით, თქვენი ჯიპების ნომრებითა და მაშინ დაკავებული თანამდებობების მიხედვით?! გაიხსენებთ თუ გაგახსენოთ-მეთქი!!! დიახ, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, მე, მაია მიშელაძეს, რომელიც 2007 წლის 7 ნოემბერს ბეწვზე გადავურჩი სასტიკად დარბევას, არ მომრიდებია სააკაშვილის გვერდით დგომა - სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე და არც დღეს მრცხვენია, ადეკვატურად, საღად და ემოციების გარეშე შევაფასო მთავრობის გადაწყვეტილება! ჰო, და კიდევ ერთი დეტალი - არ შემომივარდეთ აქ, „პოლიტსექტანტები“, თქვენი ბოღმა და ღვარძლი, თქვენსავე „ბაბლში“ დააფრქვიეთ! გავრილოვის მადლი გფარავდეთ და არ დაგავიწყდეთ, რომ მოკლე მეხსიერება არავის აქვს, ყოველ შემთხვევაში, მე ნამდვილად დეტალურად მახსოვს ყველაფერი - გვარებით, სახელებით, მანქანების ნომრებითა და თანამდებობებით!“ - წერს მაია მიშელაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner