ნატო რუსეთს მოუწოდებს, უკრაინაში საომარი მოქმედებები დაუყოვნებლივ შეწყვიტოს. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
„ჩვენ მტკიცედ ვგმობთ და მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
ნატოში საგანგებო სამიტი იმართება, რომელსაც ასევე ევროკავშირის, ფინეთისა და შვედეთის ლიდერები ესწრებიან.