logo_geo
eng_logo
თავდაცვის სამინისტრო სოცქსელებში ცალკეული პირების მიერ გავრცელებულ გადაუმოწმებელ ინფორმაციას ეხმიანება
- +

25 თებერვალი. 2022. 21:14

 

 

„ცალკეული პირების მიერ სოციალურ მედიაში ვრცელდება დეზინფორმაციები, სადაც მისი შინაარსის გასამყარებლად იყენებენ თავდაცვის ძალების ერთ ერთეულ სამხედრო ტექნიკის ფოტოებს და ვიდეოს, რომელიც გარემონტების შემდეგ გადააქვთ სამხედრო ბაზაზე“, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

„მოვუწოდებთ ცალკეულ მედიასაშუალებებს და სოციალურ მედიაში ინფორმაციის გამავრცელებელ პირებს, რომ ნუ გაავრცელებენ გადაუმოწმებელ ინფორმაციებს. მსგავსი დეზინფორმაციები მხოლოდ დამატებითი დაძაბულობის შემტანია საზოგადოებაში მაშინ, როცა ამის არავითარი საფუძველი არ არსებობს. საზოგადოების ინტერესი არ უნდა გახდეს უსაფუძვლო პანიკისა და ამ ფორმით ყურადღების მიქცევის საშუალება, რადგან ეს აზარალებს საზოგადოებასა და მის ინტერესებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner