logo_geo
eng_logo
გიორგი ცხვიტავა: ბრძოლები კიევიდან დაახლოებით 50 კილომეტრში მიმდინარეობს
- +

25 თებერვალი. 2022. 22:32

 

 

„ბრძოლები მიმდინარეობს კიევიდან დაახლოებით 50 კილომეტრში. ჩერნიგოვის მიმართულებით რუსეთის შეტევის ჩავარდნის შემდეგ მათ ძალები სწორედ კიევისკენ გადაისროლეს“, - ამის შესახებ სამხედრო მიმომხილველმა, გიორგი ცხვიტავამ განაცხადა.

 

„უკრაინაში აქტიური სამხედრო ქმედებები მიმდინარეობს. მეორე დღისთვის დამახასიათებელია რამდენიმე ფაქტორი. პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ ბირთვული შეიარაღების გარდა გამოყენებულია პრაქტიკულად ყველანაირი იარაღი, რომელიც რუსეთის არსენალში არსებობს. დაახლოებით 2800 რუსი ჯარისკაცია მოკლული, განადგურებულია 80 ტანკი და 516 დაჯავშნილი საბრძოლო მანქანა, ჩამოგდებულია 7 ვერტმფრენი. რუსეთი აცხადებს, რომ დანაკარგები მათ პრაქტიკულად არ აქვთ, თუმცა ვიდეოკადრები აბსოლუტურად საპირისპიროზე მეტყველებს. უკრაინის მხრიდანაც არის დანაკარგები. განსაკუთრებით ნახევარკუნძულ ზმეინიზე მომხდარ ამბავს გამოვყოფდი, სადაც გმირულად დაიღუპნენ უკრაინელი მესაზღვრეები. ასევე დღეს გაიმართა საჰაერო ბრძოლა და უკრაინულმა თვითმფრინავმა რუსული გამანადგურებელი ჩამოაგდო. ვრცელდება სხვადასხვა მონაცემი, თუმცა ამის ვიდეომტკიცებულება არსებობს. ასე რომ, საკმაოდ რთული დღეა და ამას ემატება ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება - ბრძოლები მიმდინარეობს კიევიდან დაახლოებით 50 კილომეტრში. ჩერნიგოვის მიმართულებით რუსეთის შეტევის ჩავარდნის შემდეგ მათ ძალები სწორედ კიევისკენ გადაისროლეს“, - განაცხადა ბრძოლები მიმდინარეობს კიევიდან დაახლოებით 50 კილომეტრში. ჩერნიგოვის მიმართულებით რუსეთის შეტევის ჩავარდნის შემდეგ მათ ძალები სწორედ კიევისკენ გადაისროლეს, - ამის შესახებ სამხედრო მიმომხილველმა, გიორგი ცხვიტავამ განაცხადა.

უკრაინაში აქტიური სამხედრო ქმედებები მიმდინარეობს. მეორე დღისთვის დამახასიათებელია რამდენიმე ფაქტორი. პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ ბირთვული შეიარაღების გარდა გამოყენებულია პრაქტიკულად ყველანაირი იარაღი, რომელიც რუსეთის არსენალში არსებობს. დაახლოებით 2800 რუსი ჯარისკაცია მოკლული, განადგურებულია 80 ტანკი და 516 დაჯავშნილი საბრძოლო მანქანა, ჩამოგდებულია 7 ვერტმფრენი. რუსეთი აცხადებს, რომ დანაკარგები მათ პრაქტიკულად არ აქვთ, თუმცა ვიდეოკადრები აბსოლუტურად საპირისპიროზე მეტყველებს. უკრაინის მხრიდანაც არის დანაკარგები. განსაკუთრებით ნახევარკუნძულ ზმეინიზე მომხდარ ამბავს გამოვყოფდი, სადაც გმირულად დაიღუპნენ უკრაინელი მესაზღვრეები. ასევე დღეს გაიმართა საჰაერო ბრძოლა და უკრაინულმა თვითმფრინავმა რუსული გამანადგურებელი ჩამოაგდო. ვრცელდება სხვადასხვა მონაცემი, თუმცა ამის ვიდეომტკიცებულება არსებობს. ასე რომ, საკმაოდ რთული დღეა და ამას ემატება ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება - ბრძოლები მიმდინარეობს კიევიდან დაახლოებით 50 კილომეტრში. ჩერნიგოვის მიმართულებით რუსეთის შეტევის ჩავარდნის შემდეგ მათ ძალები სწორედ კიევისკენ გადაისროლეს“, - განაცხადა ცხვიტავამ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner