„ომის პირველიო მსხვერპლი არის სიმართლე - ციფრულ ტექნოლოგიებში მარტივია ინფორმაციის ცვლილება და შემდეგ მანიპულაცია. ეს არის ომის დამახასიათებელი და შემადგენელი ერთ-ერთი ოპერაცია, როგორც არის საარტილერიო, ასე არის საინფორმაციო ოპერაცია“, - ამის შესახებ სამხედრო მიმომხილველმა, გიორგი ცხვიტავამ „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ცრუ ინფორმაციები და მნიშვნელოვანია ამ ინფორმაციების გადამოწმება.
„მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაციების მართვა მოხდეს და მოსახლეობამ არ გამოიყენოს ტექნოლოგიები საკუთარი ქვეყნის საწინააღმდეგოდ. ბევრი მაგალითი ვიცით, რომ პირდაპირ ეთერში გარკევული მოძრაობის ჩვენება, ტექნიკის გადაადგილება იწვევდა ტრაგიკულ შედეგებს. თუკი შეძლო კიევის მთავრობამ, უკრაინის ხელმძღვანელობამ, რომ ინფორმაციის მართვა საკუთარ სადავეებში მოაქციოს, რა თქმა უნდა დასავლეთის დახმარებით, შესაძლებელი იქნება კიდევ უფრო მეტხანს გაგრძელდეს ეს წინააღმდეგობა, იმიტომ რომ უკრაინის გულშემატკივარი ყოველდღიურად იზრდება“, - განაცხადა გიორგი ცხვიტავამ.