უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ზელენსკი Twitter-ზე წერს.
„აშშ-ის პრეზიდენტთან სანქციების გამკაცრება, კონკრეტული თავდაცვითი დახმარება და ომის საწინააღმდეგო კოალიცია განვიხილეთ. მადლობელი ვარ აშშ-ისა უკრაინის ძლიერი მხარდაჭერისთვის“, - წერს ზელენსკი.