ჟურნალისტი, ჯაბა ხუბუა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:
„ბევრი კითხულობს, მაინც რა სანქციები უნდა დაეწესებინა საქართველოს რუსეთისთვის?
აი, რა:
გაიყინოს პუტინისა და ლავროვის ანგარიშები ,,საქართველოს ბანკში"!
გაიყინოს დერიპასკას, აბრამოვიჩისა და სხვა რუსი ოლიგარქების ანგარიშები ,,თიბისი ბანკში"!
რუს მილიარდერებსა და მათი ოჯახის წევრებს აეკრძალოთ დასვენება ქობულეთში, ურეკის მაგნიტურ ქვიშებზე და სხვა ქართულ კურორტებზე!
შევუწყვიტოთ მოსკოვს ქართული გაზისა და ელენერგიის მიწოდება!
ქვეყნიდან გავაძევოთ რუსეთის მილიონი მოქალაქე, რომელიც საქართველოში მუშაობით არჩენს ოჯახებს!
ეს მარტო დასაწყისისთვის და მერე ვნახოთ.“- წერს ჟურნალისტი.