logo_geo
eng_logo
გიორგი მამაცაშვილი: ამნეზია არავის არ დაგვწყებია!
- +

26 თებერვალი. 2022. 01:55

 

 

მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი გიორგი მამაცაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

 

 

„მე ვარ საქართველოდან და ღარიბაშვილი გამოხატავს ჩემს პოზიციას!

არა - ომს!

არა - რუსეთის აგრესიას!

სოლიდარობა უკრაინას!

დიახ, მეგობრებო!

ეს ახალი "ჰეშთეგია" და ნათლად გამოხატავს ჩემს სათქმელს!

დიახ, ნათლად მახსოვს 2008 წლის ომის დღეები და უფრო ნათლად ბორისოვის გამცილებელი გივია თარგამაძე და კახა ლომაია!

უფრო ნათლად - სია წითელი ხიდისკენ გაქცეული "გმირებისა", დღეს გულზე მუშტების ბრახუნით რომ ამუნათებენ ერს!

უფრო ნათლად - ბრძოლის ველზე მიტოვებული პირტიტველა ბიჭები და პატრიარქის ცრემლები!

უფრო ნათლად - სააკაშვილის აღიარებითი ჩვენება და უგულავას სარდლობით წაგებული ომი!

უფრო ნათლად - ამავე ნაცებისგან ხელმოწერილი დოკუმენტი, რომლითაც საქართველო დაადანაშაულეს ომის დაწყებაში!

დღესაც აქ არიან ეს "პოლიტიკოსები" და დღესაც მორალს გვიკითხავენ!

დღესაც საზღვართანაა მომდგარი ოკუპანტი და დიახ, ის დღესაც ოკუპანტია!

ნათლად მახსოვს ყველაფერი და ყველა!

ხელებდაჭმული სააკაშვილის ზეიმიც მახსოვს რუსთაველზე, ბიჭების ცხედრებს მატლი რომ ჭამდა სამაჩაბლოში, მაშინ!

ბევრისგან განსხვავებით, 2008 წლის აგვისტოს დღეებში გორში გახლდით და საკუთარი თვალით ვხედავდი ყველაფერს!

საკუთარი ყურით ვისმენდი ყველაფერს!

ამნეზია არავის არ დაგვწყებია და ფრთხილად!

ერთია - პოზიცია გქონდეს განსხვავებული და მეორეა - სიფრთხილე გამოიჩინო ასეთ მძიმე წუთებში!

ასე რომ, ვიზიარებ პრემიერის პოზიციას და სოლიდარობას ვუცხადებ უკრაინას აგრესორთან ბრძოლაში!

დიდება საქართველოს!“ - წერს გიორგი მამაცაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner