„ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა, ერაყში, 85 მშვიდობიანი მაცხოვრებელი დახოცეს. დახოცილთა შორის არიან ქალები და ბავშვები.
მასობრივი მკვლელობა ქალაქ ჰავიჯაში მოხდა, რომელიც "ისლამური სახელმწიფოს" კონტროლის ქვეშ 2014 წლიდან იმყოფება.
ცნობისთვის, ტერორისტების ტყვეობაში ერაყის ამ ნაწილში, ათასობით ადამიანი იმყოფება.