აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სახელმწიფო დეპარტამენტს უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფის განკარგულება მისცა. ამის შესახებ თეთრი სახლი იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინა 600 მილიონ დოლარს მიიღებს. აქედან 350 მილიონი დოლარი თავდაცვის სექტორისთვისაა განკუთვნილი.