logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: გონჩარენკო აქტიურად მონაწილეობდა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიაში
- +

26 თებერვალი. 2022. 11:39

 

 

„ალექსეი გონჩარენკო მაიდანის დროს გახდა უკრაინის პატრიოტი, მანამდე გულმხურვალედ იცავდა ქვეყანაში რუსულ ენას, ეწინააღმდეგებოდა რუსული ფილმების უკრაინულ ენაზე დუბლირებას, ხოლო 2014 წელს, როგორც პოლიტიკური მოძრაობა  „რუსული ბლოკის“ აქტივისტი - აქტიურად მონაწილეობდა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიაში“, - წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში და უკრაინის რადას წევრის პოლიტიკურ კარიერას იხსენებს.

მისი თქმით, 2020 წლის მარტში რადას ერთ-ერთ სხდომაზე გონჩარენკომ უხეშად მიმართა ზელენსკის - მამაცობა გამოეჩინა და პოსტი დაეტოვებინა. მას შემდეგ პრეზიდენტს მისთვის ხელი აღარ ჩამოურთმევია. შარშან ევროპის საბჭოში გამოცხადდა მაისურით, წარწერით „პუტინი=ჰიტლერს“, მიუხედავად ამისა, დღემდე კრემლის ცენტრალური ტელეარხების ხშირი სტუმარია. „ამ ტიპს ვერ გავატარებდი. ნაცებთან - ბოდიში... ოლექსი გონჩარენკო - პოლიტიკური კარიერის დაწყება: „მწვანეთა პარტია“ - ამჟამად, „პოროშენკოს ბლოკი“. მაიდანის დროს გახდა უკრაინის პატრიოტი. მანამდე გულმხურვალედ იცავდა ქვეყანაში რუსულ ენას, ეწინააღმდეგებოდა რუსული ფილმების უკრაინულ ენაზე დუბლირებას, ხოლო 2014 წელს, როგორც პოლიტიკური მოძრაობა „რუსული ბლოკის“ აქტივისტი - აქტიურად მონაწილეობდა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიაში.

შუალედში, ვიქტორ იანუკოვიჩის „რეგიონების პარტიიდან“, სწორედ მაიდანის მსვლელობისას გამოვიდა - 2014 წლის 19 თებერვალს. ამის მერე, მკვეთრი პრორუსი გონჩარენკო ხისტი პროუკრაინული კურსის მხარდამჭერი ხდება. სააკაშვილის ოდესის გუბერნატორობის დროს, მცირე პერიოდი ადგილობრივი საოლქო რადას წევრი იყო, ბოლოს „პოროშენკოს ბლოკიდან“ - რადას დეპუტატი. 2020 წლის მარტში რადას ერთ-ერთ სხდომაზე მან უხეშად მიმართა ზელენსკის - მამაცობა გამოიჩინე და დატოვე პრეზიდენტის პოსტი. ზელენსკი ტრიბუნიდან მასთან სასესიო დარბაზში ჩამოვიდა - უცნობია მათი საუბრის შინაარსი, მაგრამ მას შემდეგ პრეზიდენტს მისთვის ხელი აღარ ჩამოურთმევია. შარშან ევროპის საბჭოში გამოცხადდა მაისურით, წარწერით „პუტინი=ჰიტლერს“, მიუხედავად ამისა, დღემდე კრემლის ცენტრალური ტელეარხების ხშირი სტუმარია - რაც კომენტარს არ საჭიროებს. ასე რომ ქართული და უკრაინული მეხუთე კოლონის დუეტი in action“, - წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner