logo_geo
eng_logo
ირაკლი გოგავა: ღარიბაშვილს შეეძლო პირადი კომფორტისთვის ეთქვა, რაც ეამებოდა ვიღაცას, მაგრამ მან თქვა ის, რაც საქართველოს სჭირდება
- +

26 თებერვალი. 2022. 11:40

 

 

„ზელენსკის ჰქონდა შანსი, 16 თებერვლამდე მიეღო მინსკის შეთანხმება. აი, აქ არის განსხვავება ღარიბაშვილსა და ზელენსკის შორის“, - განაცხადა პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა „უცნობის კიდობანში“ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების განხილვისას.

 

როგორც პოლიტოლოგმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედა, როდესაც განცხადება გააკეთა სანქციებთან დაკავშირებით.

 

მისი მოსაზრებით, ზელენსკის უნდა მიეღო მინსკის შეთანხმება, რათა თავიდან აეცილებინა ეს მდგომარეობა. მისი აზრით, სწორედ ეს არის სხვაობა ამ ორ ლიდერს შორის.

„ღარიბაშვილის შეეძლო პირადი კომფორტისთვის ეთქვა, რაც ეამებოდა დასავლეთში ვიღაცას, მაგრამ არა, მან თქვა ის, რაც საქართველოს სჭირდება. ზელენსკის უკრაინის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებლად უნდა მიეღო მინსკის შეთანხმება. დონბასისთვის უნდა მიეცა სპეციალური სტატუსი. მართალია, დონბასს ექნებოდა ვეტოს უფლება, მაგრამ დონბასს 16 თებერვლამდე იბრუნებდა უკრაინა და უკრაინა ერთიანდებოდა. ზელენსკი იქნებოდა გამაერთიანებელი, ომი მორჩებოდა, სამხედრო ხარჯები განახევრდებოდა. გადაანაწილებდა იმ ფულს პედაგოგებზე, განათლებაზე, მეცნიერებაზე, ჯანდაცვაზე და დაწყნარდებოდა ქვეყანა. მე უკრაინა ძალიან მიყვარს, ჩემი ცხოვრების ნაწილია. წლები მაქვს გატარებული და იმედია მშვიდობა იქნება“, - განაცხადა პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner