„ჩუმად არიანო, პოსტსაბჭოთა ლიდერები!
და ვის უკვირს ეს?
მხოლოდ მოჩერჩეტო-მოკრეტინო მჩხავანა მდედრებს და პროვოკატორ ბიჭუნებს. რომლებსაც არასდროს, არამცთუ გადაუწყვეტიათ ადამიანების ბედი, არამცთუ მიუღიათ სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება, არამედ საერთოდ არსად არ უმუშავიათ, „შრომის წიგნაკები” გახსნეს პირდაპირ პარლამენტში ან მინისტრების პოსტებზე…
ღირსებაზე ვინ გვიკითხავს ლექციებს? ისინი, პარლამენტში ჰაერს რომ „აფუჭებენ"?..
თუ, ვინც ბათუმი თურქულ ქალაქად გადააქცია?..
თუ, ვინც რუსი ოკუპანტი თბილისიდან 40 კილომეტრში დააბანაკა?
ილჰამ ალიევი უტვინო რომ არის, იმიტომ ვერ დაიბრუნა მთიანი ყარაბახი ხომ?.. რაო, რაო რა ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, ერთი კვირის უკან, მოსკოვში? მეგობრობის და თანამშრომლობისას, არა?..
რევოლუციონერი ფაშინიანი?..
გმირი ჩეჩენი ხალხი კიდევ მთასა და ტყეშია გახიზნული? კიდევ იბრძვიან იარაღით ხელში, თუ?..
რამზან კადიროვმა რაო რა თქვა, ერის გენო ფონდის ამოწყვეტას სხვა გზა ვამჯობინე- დავიანგარიშე და ჩვენთვის ასე „მშვიდად" ყოფნა უფრო მომგებიანიაო?!.
ჭკვიან ლომს, ელბასის, ნურსულტან ნაზარბაევს „ზედმეტი” რომ მოუვიდა პროთურქულ- ანტირუსული მიმართულებით, იმიტომაც…
ჰო, მართლა, საფრანგეთი, იტალია, გერმანია, ევროპა გიჟდება, თურმე, ქართულ ღვინოსა და ქართულ ჩაიზე… თუ რუსეთმა ქართული პროდუქციის შეტანა აგიკრძალათ, აგერ, „დაიპყარით" ჩვენი ბაზარიო... გორულ ვაშლზე ჭკუას კარგავენ და ზესტაფონურ ნიყვზე...
მილონი ქართველი, შეხიზნული რუსეთში, აქ რომ ფულს აგზავნის და ოჯახებს ინახავს, დეპორტაციის შემდეგ, სად უნდა წავიდეს? აფრიკაში? მგონი, მხოლოდ იქ „დარჩა” ქართველი ქალის თუ კაცისთვის მოსამსახურისა და დამლაგებლის ადგილები…
გავაგრძელო?
კი, რუსეთი ოკუპანტია!
კი, პუტინი-კაციჭამიაა: უმადური, არამად შეერგოს კასპის ცემენტნარევი ჰაერი, ბავშვობაში უხვად რომ ყლაპავდა; ეტყობა, მწარედ ახსოვს ის პანღური, იმ სომეხმა ნაბიჭვარმა რომ ამოარტყა და გააგდო ჩვენი სამოთხიდან… ერთადერთი, რაც მას აჟრიალებს, ჩერჩეტი TAKO-ვექტორას მუქარაა!..
რუსეთს ჩვენი გაერთიანებული მუშტი!
დიდება უკრაინას და მის გმირებს!
გაუმარჯოს ქართულ შორსმჭვრეტელობას, სიბრძნეს, გაბედულებას!
არ მომბეზრდება გამეორება გულწრფელი შეძახილისა:
ჭკუით, ქართველებო! (ჭაბუა)“, - წერს ნუგზარ ფოფხაძე.