logo_geo
eng_logo
შორენა სიხარულიძე: პეროგაყრილებო, საქართველოს საელჩო უკრაინაში აგრძელებს მუშაობას მაშინ, როცა ზე-სახელმწიფოთა საელჩოებმა იქ მუშაობა შეწყვიტეს!!!
- +

26 თებერვალი. 2022. 11:51

 

 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, შორენა სიხარულიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს.

„2008 წლის ომის დროს,, ჩვენგან ნაქურდალი ფული ვინც ობშერებში გადარიცხეთ, საკუთარი ცოლ-შვილი მსოფლიოს განთქმულ კურორტებზე გახიზნეთ, წითელ ხიდსა და სარფში ერთმანეთს ასწრებდით ქვეყნიდან გაქცევას მაშინ, როცა ჩვენი მართლა გმირი ბიჭების რუსის ტყვიებისგან დაცხრილული, ნაღმებზე აფეთქებული სხეულები მზის გულზე, უპატრონოდ დაყარეთ ეკლესიისა და მხცოვანი პატრიარქის იმედად... მაშინ, როცა ძირძველი, ქართული მიწა ჩვენი ხალხის სისხლით და ცრემლებით ირწყვებოდა, რუსთაველზე "გამარჯვების აღსანიშნავად" ტაშ-ფანდური გამართეთ, ვინც რუს გენერლებს მძღოლებად ან სულაც, ფეხის მლოკავებად ედექით, ვინც ყველა სტრატეგიული ობიექტი რუსებს ჩაუგდეთ ხელში, ვისაც ბიზნესები ჯერ კიდევ რუსეთში გაქვთ_დღე "გმობთ პუტინის რუსეთს" და საღამოს კი _მოსკოვებსა და როსტოვებში მიფრინავთ "საქმეებზე"... ვინც საოკუპაციო ხაზთან, მტერს წაკუზულები დაუდექით და შიშველი უკანალები მიუშვირეთ, ვინც მიწაზე მფორთხავ არარაობას ისევ მთავარსარდალს უწოდებთ და გურუდ და მესიად აღიარებთ, ვინც ქართველ ჯარისკაცებს და ჯარს დღემდე ათას ფეიკ ნიუსში ხვევთ.. ვისაც საგარეო საქმეთა მინისტრად, რუსეთის მოქალაქე კაგებეშნიკი გყავდათ და დღემდე, კაგებეს გენერლის გაიდლაინებით მოქმედებთ... ვისაც ქართველობა "გიტყდებათ" _აი, თქვენ, თქვენ მაინც ნუ კნავიხართ და გმირობასა და პატრიოტიზმზე ხმას ნუ იღებთ! ენები ჩაიგდეთ, სისხლით გაუმაძღარო სვავებო და ჩრდილოელი მონსტრის ხელის ბიჭებო!!!თორემ, კიდევ ბევრს გაგახსენებთ_ვინ ხართ და რანი ხართ!

... ხო, მართლა, პეროგაყრილებო_ საქართველოს საელჩო უკრაინაში აგრძელებს მუშაობას მაშინ, როცა ზე-სახელმწიფოთა საელჩოებმა იქ მუშაობა შეწყვიტეს!!!

მე მიყვარს ჩემი ქვეყანა!!!! „- წერს შორენა სიხარულიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner