logo_geo
eng_logo
“მთლიანად ვეთანხმები და ვიზიარებ, ირაკლი ღარიბაშვილის პოზიციას”
- +

26 თებერვალი. 2022. 11:55

 

 

შს მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე, პოლიციის გენერალი ზურაბ ჩხაიძე, პრემიერის მიერ გამოთქმულ პოზიციებს, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით, ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

”მთლიანად ვეთანხმები და ვიზიარებ:

„გავეცანით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ქმედებებს, რომელიც მოჰყვა უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებას, ვგულისხმობ ეკონომიკურ და ფინანსურ სანქციებს. მინდა მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად განვაცხადო, რომ საქართველო ჩვენი ეროვნული ინტერესებისა და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში. აღნიშნული მხოლოდ დააზიანებს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მოსახლეობას. მე როგორც პასუხისმგებელი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის წინაშე და მთავრობის მეთაური, რომელიც პასუხისმგებელია როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკაზე, ვიხელმძღვანელებ მხოლოდ ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობით“, – ი.ღარიბაშვილი”

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner