logo_geo
eng_logo
დოღის დროს დაშავებული ბავშვების მდგომარეობა სტაბილურია
- +

6 აგვისტო. 2016. 16:33



დოღის დროს დაშავებული ბავშვების მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ ინფორმაციას გადაუდებელი მედიცინის ექიმის ბაქარ კუჭავა ავრცელებს. ექიმის განცხადებით, ბიჭს გულმკერდის არეში აქვს მსუბუქი დაზიანება, ხოლო გოგონას ფიზიკური ტრავმები არ აქვს.

 

"მაჩვენებლები აბსოლუტურად სტაბილურია. ბიჭს მარჯვენა ნახევარში გულმკერდში აქვს დაჟეჟილობა. გოგონა ასევე სტაბილურია, თუმცა აქვს გონების დაკარგვა. რომ მოვიდა არ ახსოვდა რა მოხდა. ფიზიკურად მას რაიმე დაზიანება არ აღენიშნება. დიდი ალბათობით შეეშინდა და გონება დაკარგა, ზუსტად ვერ ირკვევა რა დაემართა", - აღნიშნა ბაქარ კუჭავამ.


ორივე მოზარდი პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ვერტმფრენით ბათუმის საავადმყოფოში გადაიყვანა. შემთხვევა ბეშუმში შუამთობის დღესასწაულზე დოღის მიმდინარეობისას მოხდა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner