logo_geo
eng_logo
გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე: რუსებმა დღემდე ვერცერთი დიდი ქალაქი ვერ აიღეს, წინააღმდეგობას უწევს ხარკოვიც, რომელიც ალბათ ყველაზე ადვილი ლუკმა იყო
- +

26 თებერვალი. 2022. 12:17

 

 

„ჯეოქეისის“ მკვლევარი, სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი, გენერალ-მაიორი (თადარიგში) ვახტანგ კაპანაძე აცხადებს, რომ დასახულ მიზნებს რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა ამ დრომდე ვერ მიაღწიეს. ამის შესახებ მან „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

 

„ჩემი აზრით, თავიდანვე, როცა დაიწყო ეს ყველაფერი, მიზანი იყო მყისიერი, ბლიცკრიგის მსგავსი მოქმედება. სწრაფი დარტყმა, თავდაცვითი ზღუდეების სწრაფი გარღვევები, ჰაერიდან არაკონტაქტური საშუალებებით მოწინააღმდეგის მაქსიმალური დაზიანება, ხელისუფლებაში, ჯარსა და მოსახლეობაში შოკისა და შიშის დათესვა და წამოყვანა კაპიტულაციაზე. მე ვფიქრობ, ეს იყო მათი სტრატეგია, რომელიც ვერ განახორციელეს. დღეს აშკარაა, რომ ტემპი და სიღრმეები დაკარგულია. თუ არ ჩავთვლით სამხრეთ მიმართულებას, ლუგანსკი-დონეცკის მიმართულებაზე და კიევის მიმართულებაზე რუსებმა წარმატებას ვერ მიაღწიეს. ვერცერთი დიდი ქალაქი ვერ აიღეს. დღემდე უწევს წინააღმდეგობას ხარკოვი, რომელიც ალბათ ყველაზე ადვილი ლუკმა იყო. მე ვთვლი, რომ შეყვანილია მეორე ეშელონიც. ჩეჩნეთიდან კადიროვის რაზმები ჩადიან. ალბათ ფიქრობენ, დამატებითი რეზერვები მოიზიდონ და დაამატონ ცენტრალური სამხედრო ოლქის დანაყოფები. რეალობა ასეთია, რომ ის მიზნები, რომლებიც იყო გასანადგურებელი, ბოლომდე არ იყო განადგურებული. ამის შედეგია, რომ უკრაინელებმა რუსეთის ტერიტორიაზეც დააზიანეს აეროდრომი, ჩამოაგდეს სადესანტო თვითმფრინავი, რაც, ჩათვალეთ, 140-145 კაცი ერთდროულად დაღუპვას ნიშნავს. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ რუსები თავისუფლად ვერ დაფრინავენ. ჰაერში ბატონობა მათ ვერ მოიპოვეს“, - ამბობს ვახტანგ კაპანაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner