logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: რუსეთს არაერთხელ დაურღვევია შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, თუმცა თუ ასეთი შეთანხმება შედგა, ეს უკვე კარგი იქნება, იმიტომ რომ მშვიდობა დამყარდება
- +

26 თებერვალი. 2022. 12:20

 

 

ანალიტიკოსის, ლევან ნიკოლეიშვილის განცხადებით, რუსეთს არაერთხელ დაურღვევია შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, თუმცა თუ ასეთი შეთანხმება შედგა, ეს უკვე კარგი იქნება, იმიტომ რომ მშვიდობა დამყარდება. ამის შესახებ მან „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

 

„პუტინი ფიქრობს, რომ მან გამარჯვებას მიაღწია. ახლა მისთვის მთავარია ის, თუ როგორი პოზიცია ექნება რუსულ საზოგადოებას და შიდა პოლიტიკურ ველზე არსებულ ვითარებას. მაინც და მაინც დიდ საპროტესტო ტალღებს მე რუსეთში ვერ ვამჩნევ. მისასალმებელია რუსეთის საზოგადოების პროგრესული ნაწილის აღშფოთება, თუმცა ეს პუტინს ვერ შეაჩერებს. უკრაინელებისთვის ახლა ყველაზე კარგი იქნებოდა მშვიდობის დამყარება. მისასალმებელია ზელენსკის ინიციატივები, რომელიც მოლაპარაკებების გამართვას ითხოვს. თუმცა ამ მოლაპარაკებების პროცესში უკრაინის რუსეთთან პირისპირ დატოვება არ შეიძლება. აუცილებლად უნდა იყოს მედიატორი, რომელიც წონიანი ქვეყანა უნდა იყოს. არაერთხელ დაურღვევია რუსეთს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, თუმცა თუ ასეთი შეთანხმება შედგა, ეს უკვე კარგი იქნება, იმიტომ რომ მშვიდობა დამყარდება“, - ამბობს ლევან ნიკოლეიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner