logo_geo
eng_logo
ზაალ ანჯაფარიძე: რუსეთი აშკარად ერიდება საუბარს იმ სერიოზულ დანაკარგებზე, რაც მას უკვე უკრაინაში აქვს
- +

26 თებერვალი. 2022. 12:37

 

 

„დღეს ჩვენ ვხედავთ ერთ რამეს, რომ რუსეთი აშკარად ერიდება საუბარს იმ სერიოზულ დანაკარგებზე, რაც მას უკვე უკრაინაში აქვს,“ - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

 

მისი თქმით, დასავლეთის რეაქცია, რომელიც თავდაპირველად იყო უფრო დუნე, რუსეთის მიმართ დღეს უკვე გამკაცრებულია. ამაზე მეტყველებს რუსეთისთვის დაწესებული სანქციები.

 

„არ დარჩა არცერთი სახელმწიფო, რომელსაც ორაზროვანი დამოკიდებულება ექნებოდა უკრაინაში მიმდინარე მოვლებებთან და რაც მთავარია, რუსეთთან მიმართებაში.

 

საერთოდ, როდესაც ვსაუბრობთ, რა გამოსავალი ექნება უკრაინაში ამ ომს, არის ასეთი გამოთქმა, როდესაც ომზე მიდიხარ, ორი კუბო მოამზადე: ერთი საკუთარი თავისთვის, მეორე მტრისთვისო. დღეს ჩვენ ვხედავთ ერთ რამეს, რომ რუსეთი აშკარად ერიდება საუბარს იმ სერიოზულ დანაკარგებზე, რაც მას უკვე უკრაინაში აქვს, რათა თავად რუსეთის საზოგადოებაში არ გამოიწვიოს ერთგვარი იმედგაცრუება და პროტესტი. გარდა ამისა, ჩვენ ვხედავთ იმასაც, რომ რუსეთის მოკავშირეები საკმაოდ თავშეკავებული არიან თავის შეფასებებში იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება უკრაინაში.

 

ერთ რამესაც მინდა გავუსვა ხაზი. როდესაც პუტინმა გამოაცხადა თავისი განზრახვა, სპეცოპერაცია დაეწყო უკრაინაში, მან ასეთი რამ თქვა, რომ რუსეთი და უკრაინა საბოლოოდ ჩამოყალიბდნენ ერთი მთლიანი წარმონაქმნი, სახელმწიფო საზღვრის არსებობის მიუხედავადო. ვფიქრობ, მან ამით გარკვეულწილად, საკუთარი გეგმა გაამჟღავნა“, - განაცხადა ანჯაფარიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner