ანალიტიკოსის, ლევან ნიკოლეიშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის განცხადება ემსახურება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, სტაბილურობას და მშვიდობას და ირაკლი ღარიბაშვილის სხვა განცხადების გაკეთების უფლება არც კი ჰქონდა. ამის შესახებ მან „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.
„სხვა განცხადება იქნებოდა ემოციურ ფონზე გაკეთებული პოპულისტური განცხადება. ჩვენ არაერთხელ გამოვხატეთ ჩვენი მხარდაჭერა. ჰუმანიტარული დახმარების კარგად კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეიძლება და ბევრი რამ უკვე გაკეთდა. პირველ რიგში უნდა ვიფიქროთ საქართველოს უსაფრთხოებაზე. ვინც ამაში ცდილობს, რაღაც ნეგატივი დაინახოს, ის ავანტიურისტია. დროშების ფრიალით უკრაინას ვერ დავეხმარებით. ეს უფრო დიდი შეღავათია უკრაინისთვის თუ ჰუმანიტარული დახმარება? აქციებიც უნდა გაიმართოს. დღესვე ჩავიცვათ უკრაინის დროშის ფერებში მაისურები, მაგრამ პარალელურად თუ წინ მაისურზე მაწერია „მხარს ვუჭერ უკრაინის ერთიანობას“ და უკან მაწერია „გადადგეს საქართველოს ხელისუფლება“, ჩნდება სერიოზული ეჭვები“, - ამბობს ლევან ნიკოლეიშვილი.