„უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის თავდასხმის დაწყებიდან დაიღუპა 198 სამოქალაქო პირი, მათ შორის 3 ბავშვი“, - ამის შესახებ Facebook-ზე უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი ვიქტორ ლიაშკო წერს.
„სამწუხაროდ, ოპერატიული მონაცემებით, საოკუპაციო ჯარის შემოსვლიდან ამ დრომდე დაღუპულია 198 სამოქალაქო პირი, მათ შორის 3 ბავშვი. დაჭრილია 1115 ადამიანი, მათგან 33 ბავშვია“, - წერს ლიაშკო.