logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: ამ მძიმე დღეებში ჩვენი თანადგომა უკრაინას, მის ხალხსა და ხელისუფლებას! ყველაფერს ვაკეთებთ მათი დასახმარებლად
- +

26 თებერვალი. 2022. 14:46

 

 

„ჩვენი თანადგომა ამ მძიმე დღეებში უკრაინას, მის ხალხსა და ხელისუფლებას! ყველაფერს ვაკეთებთ მათი დახმარებისთვის", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

 

მისი თქმით, მსგავსი მასშტაბის აგრესია მეზობელ სახელმწიფოზე ყველასთვის მოულოდნელი იყო. თუმცა, რუსეთისგან მოულოდნელი არაფერია.

 

„კიდევ ერთი მძიმე და გმირული ღამე ჰქონდათ უკრაინისა და მისი დედაქალაქის კიევის დამცველებს. 21-ე საუკუნისთვის უპრეცედენტო რამ მოხდა: მსგავსი მასშტაბის აგრესია მეზობელ სახელმწიფოზე ყველასთვის მოულოდნელი იყო. თუმცა, რუსეთისგან არაფერი მოულოდნელი არ არის. ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა და ჩვენი თანადგომა ამ მძიმე დღეებში უკრაინას, მის ხალხსა და ხელისუფლებას! ყველაფერს ვაკეთებთ მათი დახმარებისთვის“, - განაცხადა სუბარმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner