logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკი: იმედია, გერმანიასა და უნგრეთს ეყოფათ სიმამაცე, მხარი დაუჭირონ რუსეთის SWIFT-იდან გათიშვის გადაწვეტილებას
- +

26 თებერვალი. 2022. 14:47

 

 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიისა და უნგრეთის ხელისუფლებებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ რუსეთის საერთაშორისო ბანკთაშორისი სისტემა SWIFT-იდან გათიშვის გადაწყვეტილებას.

 

„ომის საწინააღმდეგო კოალიცია მოქმედებს - უკრაინას თავდაცვითი შეიარაღება და აღჭურვილობა მიეწოდება. უკვე გვაქვს ევროკავშირის თითქმის ყველა წევრი ქვეყნის მზაობა რუსეთის SWIFT-იდან გათიშვის თაობაზე. იმედია, გერმანიასა და უნგრეთს ეყოფათ სიმამაცე, მხარი დაუჭირონ ამ გადაწვეტილებას“, - განაცხადა ზელენსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner