უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიისა და უნგრეთის ხელისუფლებებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ რუსეთის საერთაშორისო ბანკთაშორისი სისტემა SWIFT-იდან გათიშვის გადაწყვეტილებას.
„ომის საწინააღმდეგო კოალიცია მოქმედებს - უკრაინას თავდაცვითი შეიარაღება და აღჭურვილობა მიეწოდება. უკვე გვაქვს ევროკავშირის თითქმის ყველა წევრი ქვეყნის მზაობა რუსეთის SWIFT-იდან გათიშვის თაობაზე. იმედია, გერმანიასა და უნგრეთს ეყოფათ სიმამაცე, მხარი დაუჭირონ ამ გადაწვეტილებას“, - განაცხადა ზელენსკიმ.