logo_geo
eng_logo
იგორ დოლგოვი: საქართველოს მთავრობა, ქართველები და აქ მცხოვრები უკრაინელები ყველაფერს აკეთებენ, რომ აქ ჩარჩენილ უკრაინელებს დახმარება გაუწიონ
- +

26 თებერვალი. 2022. 14:48

 

 

„საქართველოს მთავრობა, ქართველები და აქ მცხოვრები უკრაინელები ყველაფერს აკეთებენ, რომ აქ ჩარჩენილ უკრაინელებს დახმარება გაუწიონ“, - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა განაცხადა.

 

„მადლიერები ვართ ყველანაირი დახმარებისა და მხარდაჭერისთვის და საქართველოშიც ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ. იმის გამო, რომ უკრაინასთან ავიამიმოსვლა შეჩერებულია, უკრაინის ასობით მოქალაქე ჩარჩა საქართველოში. საქართველოს მთავრობა, ქართველები და აქ მცხოვრები უკრაინელები ყველაფერს აკეთებენ, რომ მათ დახმარება გაუწიოს. საქართველოს მთავრობამ აამოქმედა ცხელი ხაზი და აკეთებს ყველაფერს, რათა უკრაინელები უფასოდ განათავსოს სასტუმროებში. სხვადასხვა ზომის სასტუმროების მეპატრონეები გვირეკავენ და გვეკითხებიან, რითი შეუძლიათ ჩვენი დახმარება. კახეთის გუბერნატორმა გამომიგზავნა შეტყობინება და ფოტოები უკრაინის მხარდამჭერი აქციიდან. ასეთი მაგალითები საქართველოშიც და მსოფლიოშიც ძალიან ბევრია“, - აცხადებს დოლგოვი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner