logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: გონჩარენკომ რადაში ზელენსკის ისეთი შეურაცხყოფა მიაყენა, რომ მას შემდეგ ზელენსკის მისთვის ხელი არ ჩამოურთმევია
- +

26 თებერვალი. 2022. 15:27

 

 

ანალიტიკოს დავით ქართველიშვილის განცხადებით, უკრაინელი დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო არის ტიპური პოლიტიკური მედროვე და მეხუთე კოლონის ტიპური წარმომადგენელი.

 

„მან თავისი პოლიტიკური კარიერა დაიწყო „მწვანეთა პარტიიდან“. იყო უკრაინაში რუსული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადების მომხრე, აქტიურად ეწინააღმდეგებოდა უკრაინულ ენაზე რუსული ფილმების დუბლირებისა. ის იყო ყირიმის ანექსიის აქტიური მომხრე. მან ფლიუგერივით შეიცვალა თავისი პოლიტიკური შეხედულებები „მაიდანის“ დროს და ვიქტორ იანუკოვიჩის პარტიიდან „მაიდანის“ ორგანიზატორების მხარეს გადავიდა. მიუხედავად თავისი დღევანდელი პროუკრაინული განცხადებებისა, ის არის ზელენსკის მტერი. 2020 წლის მარტში რადაში ზელენსკის გამოსვლის დროს გონჩარენკომ მას ისეთი შეურაცხყოფა მიაყენა, რომ მას შემდეგ ზელენსკის მისთვის ხელი არ ჩამოურთმევია. ეს არის მეხუთე კოლონის ტიპური წარმომადგენელი“, - განაცხადა ქართველიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner