თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ნატომ უფრო გაბედული ნაბიჯები უნდა გადადგას.
მისი თქმით, დასავლეთის ქვეყნების სამწუხაროდ მხოლოდ რჩევებს აძლევენ უკრაინას და მათ უფრო მკაფიო პოზიცია უნდა დაიკავონ.
„ნატოს ვურჩევ, უფრო გაბედული ნაბიჯები გადადგას. ევროკავშირი, დასავლეთის ქვეყნები სამწუხაროდ მხოლოდ რჩევებს აძლევენ უკრაინას, მათ უფრო მკაფიო პოზიცია უნდა დაიკავონ“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე 24 თებერვალს შეიჭრა, რის შემდეგაც პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.