ორი მიზანი აქვს ოპერაციას, რაცაა გაცხადებული, ეს არის უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია, - ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა, ამირან სალუქვაძემ „ქრონიკაში ჩართვისას განაცხადა.
მან რუსეთის სამხედრო მიზნებზე ისაუბრა.
„ორი მიზანი აქვს ოპერაციას, რაცაა გაცხადებული. ეს არის უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია. ალბათ, აქვთ დაწერილი უზარმაზარი შავი სია და შეეცდებიან, ამ პირების დაკავებას. საკითხავია, როგორ გამოუვათ, მაგრამ მთავარი მიზანი აქვთ, მოახდინონ უკრაინის დასუსტება, სამხედრო პოტენციალის მინიმუმამდე დაყვანა და თუ გამოუვათ, ხელისუფლების ცვლილებაც კი“, - განაცხადა სალუქვაძემ.
მისი თქმით, ცეცხლი შეწყდება, თუმცა შემდეგ საკითხავია, როგორ აპირებს რუსეთი უკრაინელებთან ერთად თანაცხოვრებას. მისივე განმარტებით, უახლოეს მომავალში ყოველივე თავად რუსეთს ძალიან ცუდად დაუბრუნდება.