logo_geo
eng_logo
გია კორკოტაშვილი: რამე დააშავეს ბუტა რობაქიძის ოჯახის წევრებმა, სტრესის ქვეშ რომ აცხოვრებთ ამ ადამიანებს?
- +

7 მარტი. 2016. 22:15


მოძრაობა „ქართული მისიის" წევრის გია კორკოტაშვილის განცხადებით, ის ფაქტი, რომ დღეს ბუტა რობაქიძის მშობლებს მხარდაჭერა სჭირდებათ, სულ მცირე სასაცილოა. როგორც კორკოტაშვილმა ინგა გრიგოლიასთან გადაცემაში აღნიშნა, ბუტა რობაქიძის მკვლელები პროკურატურას უკვე დიდი ხანია უნდა გამოევლინა და დაესაჯა.

 

„ფაქტობრივად სხვადასხვა მუსიკას უკრავს სხვადასხვა პარტია. თავიდან დირიჟირობა ზუსტად ისე მიდიოდა, რომ  რაღაცის იმედი ჰქონდათ. ხალხმაც გადახსნა მთელი გულ- მკერდი, სითბოთი და სიყვარულით, მომავლის იმედით მიიღო ეს ადამიანები, მაგრამ დღეს   ცვლილებებია საჭირო.

 

სასაცილო არ არის ჩემო კარგო? ის, რომ ბუტა რობაქიძის საქმის გამოძიებას ამდენი ხანი სჭირდება?  ან რა შოუებს აწყობთ ამით ვერ გავიგე. თუ დასასჯელები არიან ეს ადამიანები დასაჯეთ, თუ არა და გამოავლინეთ თქვენი ქმედება, რომ არ არიან დასასჯელები! რამე დააშავეს ბუტას ოჯახის წევრებმა? მამამ ან დედამ, რომ სულ სტრესის ქვეშ აცხოვრებთ ამ ადამიანებს?

ეს იცით რისი ბრალია პატივცემულო საზოგადოებავ? აი თქვენ რომ გაბუტული ხართ ყველაფერზე, მაგის ბრალია!"- აღნიშნა გია კორკოტაშვილმა.   


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner