საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამეგრელოში ანაკლია-განმუხურის ტურისტულ ზონაში დაგეგმილი ელექტრონული მუსიკის ფესტივალის GEM FEST-ის მოსამზადებელი სამუშაოები დაათვალიერა.
პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ფესტივალი საერთაშორისო დონეზე ქვეყნის იმიჯის ამაღლებას, ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის განვითარებას, ინვესტიციების შემოდინებას, მოსახლეობის დასაქმებასა და მათი შემოსავლების გაზრდას შეუწყობს ხელს.
გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა GEM FEST-ის პარტნიორებს, განსაკუთრებით ფონდ „ქართუს", რომელმაც ფესტივალი სრულად 20 მილიონზე მეტი ლარით დააფინანსა.