logo_geo
eng_logo
უკრაინის თავდაცვის მინისტრი: დიდი კოლონებით სწრაფი შეტევა ჩავარდა, ამიტომ საოკუპაციო ჯარი ტაქტიკას ცვლის
- +

26 თებერვალი. 2022. 16:26

 

 

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ალექსეი რეზნიკოვის განცხადებით, რუსული საოკუპაციო ჯარი ტაქტიკას ცვლის: დიდი კოლონებით სწრაფი შეტევა ჩავარდა, ამიტომ ახლა აქტიურად გამოიყენება დივერსანტები და დესანტი. ამის შესახებ რეზნიკოვი Facebook-ზე წერს.

 

55 საათზე მეტია, რუსეთს წინააღმდეგობას ვუწევთ. ჩვენმა მებრძოლებმა მტრის ყველა გეგმა ჩაშალეს. დღევანდელი დილის მონაცემებით, მოკლული ოკუპანტების რაოდენობამ 3000-ს გადააჭარბა. 200-ზე მეტი სამხედრო ტყვედ არის აყვანილი და ეს რიცხვი იზრდება. ისინი არ ელოდებოდნენ ასეთ წინააღმდეგობას და თვითონ ბარდებიან ჩვენს სამხედროებს. განადგურებულია ჯავშანტექნიკის ასობით ერთეული, მათ შორის 100-ზე მეტი ტანკი. გუშინ 7 ვერტმფრენი ჩამოვაგდეთ. მტერი ცდილობს, ტაქტიკა შეცვალოს: იერიშები მიაქვს საცხოვრებელ კვარტლებზე, საავადმყოფოებზე, სასწავლო დაწესებულებებზე. იმის გამო, რომ დიდი კოლონებით სწრაფი შეტევა ჩავარდა, ახლა ისინი უფრო აქტიურად იყენებენ დესანტს და დივერსანტებს. ჩვენი ჯარი და ტერიტორიული თავდაცვის ძალები ეფექტურად ებრძვიან ოკუპანტებს“, - აცხადებს რეზნიკოვი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner