logo_geo
eng_logo
უკრაინის ვიცე-პრემიერი წითელ ჯვარს თხოვნით მიმართავს, რომ უკრაინის ტერიტორიიდან დაღუპული რუსი სამხედროების ცხედრების რუსეთში გადასვენება უზრუნველყოს
- +

26 თებერვალი. 2022. 16:32

 

 

უკრაინის ვიცე-პრემიერი წითელ ჯვარს თხოვნით მიმართავს, რომ უკრაინის ტერიტორიიდან დაღუპული რუსი სამხედროების ცხედრების რუსეთში გადასვენება უზრუნველყოს.

 

ირინა ვერუშკმა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთის მოსახლეობას უკრაინის წინააღმდეგ ომი შეწყვიტონ.

 

„ჩვენ მივმართავთ საერთაშორისო წითელ ჯვარს, დაგვეხმაროს რუსი სამხედროების ცხედრების რუსეთის ფედერაციაში გადატანაში. ეს ჰუმანიტარული საჭიროებაა და ჩვენ ვთხოვთ, რომ გააკეთონ ყველაფერი, რათა რუსი ოკუპანტების ცხედრებმა დატოვონ უკრაინის ტერიტორია. რუსეთის ფედერაციამ უნდა იცოდეს, რამდენი რამდენი ოკუპანტია გარდაცვლილი უკრაინის მიწაზე. ჩვენ, კიდევ ერთხელ მივმართავთ რუსებს იმოქმედონ ისე, რომ ნაკლები ცხედარი მიიღონ შვილებისა და მეუღლეების. ჩვენ გავიმარჯვებთ, დიდება უკრაინას“, - განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner