„ერთი რამ მინდა, ვკითხო იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს მის მოწოდებას სოციალურ ქსელში აზიარებენ: იანუკოვიჩმა რომ გააკეთოს იგივე განცხადება, გააზიარებენ საკუთარ გვერდზე და ამ პოზიციას დაეთანხმებიან?,“ - ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა, ამირან სალუქვაძემ „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.
სალუქვაძე უკრაინელი დეპუტატის, ალექსეი გონჩარენკოს სტატუსს გამოეხმაურა, სადაც იგი ქართველებს ცხინვალსა და სოხუმში შეჭრისკენ მოუწოდებს.
„არ მესმის ამ ე.წ. პოლიტიკოსის დღევანდელი განცხადება, რომ ჩვენ ტანკებს მოვაჯდეთ და დავიძრათ აფხაზეთისა და ცხინვალისკენ. ჩვენ როდესაც ჩავთვლით საჭიროდ, ამას ჩვენით გავაკეთებთ, მაგრამ მისი ეს მოწოდება მხოლოდ პროვოკაციულ მიზნებს ემსახურება და ეს არ არის უკრაინის სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. როგორც ვატყობ, მას თავისი ინტერესები აქვს.
ერთი რამ მინდა, ვკითხო იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს მის მოწოდებას სოციალურ ქსელში აზიარებენ: იანუკოვიჩმა რომ გააკეთოს იგივე განცხადება, გააზიარებენ საკუთარ გვერდზე და ამ პოზიციას დაეთანხმებიან? იანუკოვიცის მოწოდებასა და განცხადებას დაეთანხმებიან? მე სხვაობას იანუკოვიჩსა და გონჩარენკოს შორის ვერ ვხედავ. გონჩარენკო წლების განმავლობაში პარტია „საიუზის“ წევრი იყო და იმის მომხრე იყო, რომ უკრაინა შესულიყო რუსეთ-ბელორუსის ერთიან სახელმწიფოში. გადახედეთ მის ბიოგრაფიას. მეტს არაფერს დავამატებ“, - განაცხადა სალუქვაძემ.