logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე ლიეტუვის ელჩს: გთხოვთ, მოგვცეთ მაგალითი და სასწრაფოდ შეაჩეროთ ბუნებრივი აირის 40% - ის შესყიდვა რუსეთისგან, ამის შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი პროდუქციის აკრძალვაზე
- +

26 თებერვალი. 2022. 16:48

 

 

„გთხოვთ, მოგვცეთ მაგალითი, რასაც ითხოვთ ჩვენი ქვეყნისგან და სასწრაფოდ შეაჩეროთ ბუნებრივი აირის 40% - ის შესყიდვა რუსეთისგან, ამის შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი პროდუქციის აკრძალვაზე“, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ლიეტუვის ელჩის მოწოდებას რუსული პროდუქციის აკრძალვის შესახებ.

 

„ღრმად პატივცემულ ლიეტუვის ელჩს, ბატონ ანდრიუს კალინდრას. გთხოვთ, რომ მოგვცეთ მაგალითი, რასაც ითხოვთ ჩვენი ქვეყნისგან და სასწრაფოდ შეაჩეროთ ბუნებრივი აირის 40%-ის შესყიდვა რუსეთისგან, ამის შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი პროდუქციის აკრძალვაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩავთვლით, რომ ეს ცალ კარში თამაშს და ორპირობას ჰგავს!“ - წერს ანალიტიკოსი facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner