„უკრაინელ მესანგრეს ვიტალი სკაკუნს, რომელმაც ქალაქ ჰენიჩესკში საკუთარი სიცოცხლის ფასად ხიდი ააფეთქა და რუსული საოკუპაციო ჯარის გადაადგილება შეაჩერა, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა“, - ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„მივიღე გადაწყვეტილება, საზღვაო ქვეითი ძალების 35-ე ცალკეული ბრიგადის ინჟინერის, ვიტალი ვლადიმერის ძე სკაკუნისთვის უკრაინის გმირის წოდების მინიჭების თაობაზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.
25 თებერვალის დილას, კიევში რუსული ტანკების კოლონის შესვლის შესაკავებლად, სამხედროებმა საავტომობილო ხიდის აფეთქება გადაწყვიტეს. ვიტალი სკაკუნმა მოხალისეობა გადაწყვიტა. მან თანამებროლებს შეატყობინა, რომ ხიდს დაუყოვნებლივ ააფეთქებდა და რამდენიმე წამის შემდეგ აფეთქების ხმაც გაისმა.