logo_geo
eng_logo
უკრაინელ მესანგრეს, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად ხიდი ააფეთქა და მტრის ძალების გადაადგილება შეაჩერა, უკრაინის გმირის წოდება მიენიჭა
- +

26 თებერვალი. 2022. 16:51

 

 

„უკრაინელ მესანგრეს ვიტალი სკაკუნს, რომელმაც ქალაქ ჰენიჩესკში საკუთარი სიცოცხლის ფასად ხიდი ააფეთქა და რუსული საოკუპაციო ჯარის გადაადგილება შეაჩერა, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა“, - ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

 

„მივიღე გადაწყვეტილება, საზღვაო ქვეითი ძალების 35-ე ცალკეული ბრიგადის ინჟინერის, ვიტალი ვლადიმერის ძე სკაკუნისთვის უკრაინის გმირის წოდების მინიჭების თაობაზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.

 

25 თებერვალის დილას, კიევში რუსული ტანკების კოლონის შესვლის შესაკავებლად, სამხედროებმა საავტომობილო ხიდის აფეთქება გადაწყვიტეს. ვიტალი სკაკუნმა მოხალისეობა გადაწყვიტა. მან თანამებროლებს შეატყობინა, რომ ხიდს დაუყოვნებლივ ააფეთქებდა და რამდენიმე წამის შემდეგ აფეთქების ხმაც გაისმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner