logo_geo
eng_logo
ნინო ფოჩხუა გონჩარენკოზე: ეს რუსეთის აგენტი ხალხის ემოციებზე თამაშობს, აწყობს პროვოკაციას, როგორმე ქვეყანა ომში ჩაითრიოს
- +

26 თებერვალი. 2022. 17:01

 

 

Facebook მომხმარებელი ნინო ფოჩხუა ალექსეი გონჩარენკოს პოსტს ეხმიანება, სადაც ქართველებს სოხუმსა და ცხინვალში ჯავშანტრანსპორტიორი ტანკით შეჭრისკენ მოუწოდებს.

 

„ვისაც არ სჯერა რომ ეს „ქართულად“ მოლაპარაკე, მამით კოსტუსევი და დედით გონჩარენკო, ФСВ-ს ნომენკლატურა და ჩვენი მეხუთე კოლონის პარტნიორია, ახლა ხომ დაიჯერებს. ეს რუსეთის აგენტი ხალხის ემოციებზე თამაშობს, აწყობს პროვოკაციას, როგორმე ქვეყანა ომში ჩაითრიოს. ზუსტად ამას ემსახურება ეს მიმართვაც, თან ქართულად, რომ ხალხს გული აუჩუყოს. არ გამოვა ეგ ამბავი. მოაზროვნე ქართველს ვერ მოატყუებ, ის კი ვინც მოტყუვდება, ომში არ წავა და არ იბრძოლებს“, - წერს ნინო ფოჩხუა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner