გლდანში, ქერჩის ქუჩაზე, 30 წლის მამაკაცი უცნობმა პირმა მოკლა. მკვლელმა მამაკაცს ცეცხლსახსროლი იარაღიდან ესროლა.
თვითმხილველების თქმით, გარდაცვლილს ჭრილობა თავისა და ხელის არეში აქვს მიყენებული.
გარდაცვლილის ახლობლების განცხადებით, მათთვის მკვლელის ვინაობა და მკვლელობის მოტივი უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.