logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკი: ეს ომი უნდა დასრულდეს
- +

26 თებერვალი. 2022. 17:19

 

 

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის არმია მტერს წარმატებით იგერიებს და ასევე კიევსა და საკვანძო ქალაქებზე კონტროლს ინარჩუნებს.

 

მან მოსახლეობასაც მიმართა და თუ ამის შესაძლებლობა მიეცემათ, ოკუპანტების განადგურებისკენ მოუწოდა.

 

„ყველა, ვინც შეძლებს უკრაინაში დაბრუნებას, დაბრუნდით, რათა დაიცვათ სამშობლო“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

მან რუსეთის მოქალაქეებსაც მიმართა, რომლებიც კრემლის ქმედებების გამო შეშფოთებულები არიან. „ეს ომი უნდა დასრულდეს. ჩვენ შეგვიძლია ვიცხოვროთ სიმშვიდეში“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner