logo_geo
eng_logo
მიშა ჭავჭანიძე: ერთი მუჭაა საქართველო და სამი მხრიდან ბაზები აქვს განლაგებული, დაძრავს სამივე მხრიდან და 24 საათში თბილისში იქნება. ევროპა ამერიკა შეშფოთებასაც კი ვერ მოასწრებს
- +

26 თებერვალი. 2022. 18:19

 

 

„რის ფასადაც დავკარგეთ ქვეყნის 20%, ეგეც გვეყოფა. უკრაინის მაგალითზე მაინც გაანძრიეთ ტვინი და მიხვდით რომ სხვისი ომის გამო თავს არავინ იწუხებს. იქნებ ამ ოქროს შუალედის ძიებაში ომს და ქვეყნის მთლიანად ოკუპაციას გადავურჩეთ“,- წერს facebook მომხმარებელი მიშა ჭავჭანიძე სოციალურ ქსელში.

 

როგორც ჭავჭანიძე წერს, ერთი მუჭაა საქართველო და სამი მხრიდან რუსეთს ბაზები აქვს განლაგებული, აფხაზეთი, ცხინვალი და სომხეთი, დაძრავს სამივე მხრიდან და 24 საათში თბილისში იქნება.

 

„განა თითოეულ პატრიოტ ქართველს არ უნდა რომ გამოვიდეს ჩვენი მთავრობა და ხმამაღლა აგინოს პუტინს, მაგრამ ერთი თვის მერე რა მოხდება, ჯერ მაგაზე უნდა იფიქროთ თქვე ერთუჯრედიანებო თქვენ!!!! გაიმარჯვებს პუტინი - ჩვენ მოგვიბრუნდება 100%, თუ დამარცხდა და შედეგებს ვერ მიაღწია, ისევ ჩვენ მოგვიბრუნდება, რომ რაიმე სახის რევანში განახორციელოს ვინმეზე, ერთი მუჭაა საქართველო და სამი მხრიდან ბაზები აქვს განლაგებული, აფხაზეთი, ცხინვალი და სომხეთი, დაძრავს სამივე მხრიდან და 24 საათში თბილისში იქნება. ევროპა ამერიკა შეშფოთებასაც კი ვერ მოასწრებს. 2008-ში რა შეშფოთებაც მივიღეთ და რის ფასადაც დავკარგეთ ქვეყნის 20%, ეგეც გვეყოფა. უკრაინის მაგალითზე მაინც გაანძრიეთ ტვინი და მიხვდით, რომ სხვისი ომის გამო თავს არავინ იწუხებს. იქნებ ამ ოქროს შუალედის ძიებაში ომს და ქვეყნის მთლიანად ოკუპაციას გადავურჩეთ. ამხელა რესურსების მქონე უკრაინის გამო არ ჩაუყვანია დანაყოფი დასახმარებლად და უკრაინის ოკუპაციის შემდეგ ამერიკა ჩადებს ჩვენში რაიმე რესურსს? თქვენ ხომ არ, ჰაა???” - წერს ჭავჭანიძე facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner